სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, დარწმუნებული ვართ, ძმური ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც სომხეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს, სომხეთი აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას.
„გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების მისალოც ტექსტში.
Our heartfelt congratulations to #Georgia on the occasion of #IndependenceDay. We value our strategic partnership & are confident that the brotherly relations between our countries will continue to deepen for the benefit of our peoples. pic.twitter.com/jtBwmeRszO
— MFA of Armenia🇦🇲 (@MFAofArmenia) May 26, 2025