სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - თურქეთმა სომხეთს გადასცა პროტოკოლი ანისის ხიდის აღდგენის შესახებ, რომელიც ამჟამად სრულდება და მალე თურქულ მხარეს გადაეცემა
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - თურქეთმა სომხეთს გადასცა პროტოკოლი ანისის ხიდის აღდგენის შესახებ, რომელიც ამჟამად სრულდება და მალე თურქულ მხარეს გადაეცემა

სომხეთი თურქეთს მალე გადასცემს თავის მიდგომებს ანისის ხიდის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

„თურქეთმა სომხეთს გადასცა პროტოკოლი ანისის ხიდის აღდგენის შესახებ, რომელიც ამჟამად სრულდება და მალე თურქულ მხარეს გადაეცემა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სომხური მედია ასევე წერს, რომ, პარალელურად, მარგარა-ალიჯანის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულდა და სასაზღვრო პუნქტი მზად არის ექსპლუატაციისთვის.