სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სომხეთმა და თურქეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, მიაღწიონ ურთიერთობების სრულ ნორმალიზაციას
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სომხეთმა და თურქეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, მიაღწიონ ურთიერთობების სრულ ნორმალიზაციას

სომხეთმა და თურქეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, მიაღწიონ ურთიერთობების სრულ ნორმალიზაციას.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხი ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლები ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში.

„მოხდა აზრთა გაცვლა ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით შესაძლო კონკრეტულ ნაბიჯებზე“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

სომხეთის და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.