სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომეხი სამხედროების ტყვედ აყვანას პროვოკაციად აფასებს და მათ დაბრუნებას ითხოვს

11:54, 27.05.2021

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ექვსი სომეხი სამხედროს ტყვედ აყვანას პროვოკაცია უწოდა და მათი დაუყოვნებლივი დაბრუნება მოითხოვა.

„მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ხაზს ვუსვამთ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება პასუხისმგებლობა მათი შეიარაღებული ძალების ყველა ქმედებაზე და დამდგარ შედეგებზე“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი