სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი - აზერბაიჯანი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შექმნას ცდილობს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი - აზერბაიჯანი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შექმნას ცდილობს

აზერბაიჯანი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შექმნას ცდილობს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არა აივაზიანმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს განუცხადა.

მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა აზერბაიჯანის ქმედებებზე არაპროპორციული საერთაშორისო გამოხმაურების შედეგია, რაც რეგიონის სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის.

„ეჭვგარეშეა, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არის აზერბაიჯანის მიერ გასული წლის 27 სექტემბრიდან გაჩაღებული ომის შედეგი, არცახის ხალხის თვითგამორკვევისა და სიცოცხლის უფლების წინააღმდეგ. ასევე, აზერბაიჯანის ქმედებებზე არაპროპორციული საერთაშორისო და რეგიონული რეაგირების. დაუსჯელობის შეგრძნებით, აზერბაიჯანი ცდილობს, შექმნას ახალი გეოპოლიტიკური რეალობები, რომლებიც არ შეესაბამება რეგიონის სტაბილურობით დაინტერესებული ქვეყნების ინტერესებს. ამ პირობებში, ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან დიალოგი უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა არა აივაზიანმა.