სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სომხეთისა და საქართველოს მთავრობები შეთანხმდნენ, განაახლონ მუშაობა საზღვრის დელიმიტაციაზე
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სომხეთისა და საქართველოს მთავრობები შეთანხმდნენ, განაახლონ მუშაობა საზღვრის დელიმიტაციაზე

სომხეთისა და საქართველოს მთავრობები შეთანხმდნენ, რომ განაახლონ მუშაობა საზღვრის დელიმიტაციაზე, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა განაცხადა.

სომხეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, პროცესი, რომელიც 30 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, უნდა დასრულდეს. მისივე განმარტებით, ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მუშაობის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ქვეყნებმა განაახლეს დელიმიტაციის კომისიების შემადგენლობა.

„შეხვედრები ჯერ არ ყოფილა, ქვეყნები საშინაო დავალებას ასრულებენ. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე გაიმართება. დელიმიტაცია ყველა მეზობელთან არის სასაზღვრო ხაზის აღდგენა 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის შესაბამისად. ერევანი და თბილისი განიხილავენ ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასა და მოქალაქეებს შორის კავშირების გააქტიურებას“, – განაცხადა ვაჰან კოსტანიანმა.