სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რეგიონის განბლოკვის პროცესი სომხეთის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე არ შეიძლება მოხდეს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რეგიონის განბლოკვის პროცესი სომხეთის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე არ შეიძლება მოხდეს

რეგიონის განბლოკვის პროცესი სომხეთის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე არ შეიძლება მოხდეს. აღნიშნულის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰე გევორგიანმა დღეს, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაა.

„რეგიონის განბლოკვა არის მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრების ატმოსფეროს შექმნის საფუძველი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი განცხადების დებულებების შესრულება. რეგიონში განბლოკვის პროცესის ეფექტური განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ყველა მონაწილე გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს. ამასთან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი არ შეიძლება მოხდეს სომხეთის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და სასიცოცხლო ინტერესების საზიანოდ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.