სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთი ელოდება, რომ თურქეთი სერიოზულად გადახედავს ერევნის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას
სომხეთი ელოდება, რომ თურქეთი სერიოზულად გადახედავს ერევნის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არა აივაზიანმა, მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ერევანი არაერთხელ გამოვიდა თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ინიციატივით, თუმცა ბოლო ინიციატივა, ციურიხის პროცესი, თურქეთმა ჩაშალა.
„ჩვენ არ ვეძებთ მტრებს, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ორმხრივობის პრინციპი. სომხეთი ელოდება, რომ თურქეთი სერიოზულად გადახედავს ერევნის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას“, – განაცხადა არა აივაზიანმა.