სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. მნაცაკანიანი დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ვიზიარებ მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს და ახლობლებს, ვინც მოძმე საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საყვარელი ადამიანი დაკარგა. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. სომხეთი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას“,- წერს ზოჰრაბ მნაცაკანიანი „ტვიტერის“ გვერდზე.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
I share grief and express deepest condolences to families and friends who lost their loved ones in a tragic road accident in brotherly #Georgia. Wishing speedy recovery to the injured. #Armenia stands in full solidarity with the people and Gov of #Georgia@DZalkaliani @MFAgovge
— Zohrab Mnatsakanyan (@ZMnatsakanyan) August 24, 2020