სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს.

„ვულოცავ ჩემს კოლეგებს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, ილია დარჩიაშვილს, დმიტრო კულებას და ნიკუ პოპესკუს და სამი ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირის საბჭოს საეტაპო გადაწყვეტილებებს. ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის, მათთვის, ვინც იზიარებს დემოკრატიულ პრინციპებს“,- წერს მირზოიანი სოციალურ ქსელში.

ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.