სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივან ანნა ნაღდალიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზოჰრაბ მნაცაკანიანი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა კი სავარაუდოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება.