სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნიკოლ ფაშინიანსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გაიმართა სატელეფონო საუბრები, მუდმივი კონტაქტია, რაც დადებით დინამიკას ქმნის
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნიკოლ ფაშინიანსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გაიმართა სატელეფონო საუბრები, მუდმივი კონტაქტია, რაც დადებით დინამიკას ქმნის

ნიკოლ ფაშინიანსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გაიმართა სატელეფონო საუბრები, მუდმივი კონტაქტია, რაც დადებით დინამიკას ქმნის, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიღწეულია შეთანხმება თურქეთსა და სომხეთს შორის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე ორ ქვეყანაში ჩასული მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ეს ასევე იმოქმედებს სომხეთსა და თურქეთში დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვისაც.

მირზოიანმა აგრეთვე განაცხადა, რომ ისტორიული ანისის ხიდის აღდგენა განიხილება და მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები სასაზღვრო რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და გზების მშენებლობაზე.

„როგორც სომხეთის რესპუბლიკას, ჩვენ გულწრფელად გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნას სახელმწიფო საზღვრები. ჩვენ გვინდა, რომ დამყარდეს დიპლომატიური ურთიერთობები, გაიზარდოს კონტაქტები ადამიანებსა და კულტურებს შორის“, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.