სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მოსკოვში ჩავა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მოსკოვში ჩავა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მოსკოვში ჩავა. სომური მედიის ინფორმაციით, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთის დედაქალაქში 21 იანვარს გაემგზავრება.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, არარატ მირზოიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ეწვია, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ხელი მოაწერა ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.