სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ერევანი მზადაა, თანასწორობისა და ძალის გამოუყენებლობის საფუძველზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები განაახლოს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ერევანი მზადაა, თანასწორობისა და ძალის გამოუყენებლობის საფუძველზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები განაახლოს

ოფიციალური ერევანი მზადაა, განაახლოს მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან მთიანი ყარაბაღის რეგიონის საკითხზე თანასწორობისა და ძალის გამოუყენებლობის საფუძველზე.

აღნიშნულის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.

„სომხეთის რესპუბლიკამ არაერთხელ გამოაცხადა უმაღლეს დონეზე, რომ მზადაა, განაახლოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო პროცესი ცნობილი პრინციპების საფუძველზე, ანუ ეს მოიცავს ძალის გამოუყენებლობის, ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს“, – აღნიშნა მირზოიანმა.

დატოვე კომენტარი