სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობისთვის რეალურ შესაძლებლობებს ხედავს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობისთვის რეალურ შესაძლებლობებს ხედავს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობისთვის რეალურ შესაძლებლობებს ხედავს. ამის შესახებ არარატ მირზოიანმა ერევანში ირანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ პროცესის ერთგული ვართ და ზოგადად მხარს ვუჭერთ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას“, – განაცხადა მირზოიანმა.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულად სამშვიდობო შეთანხმებაზე.

„რამდენიმე დღის წინ მივიღეთ მორიგი წინადადებები აზერბაიჯანისგან, შევისწავლით და გავცემთ პასუხს, წარვადგენთ საკუთარ წინადადებებს“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მირზოიანმა აღნიშნა: „სირთულეების მიუხედავად, მშვიდობის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, თუმცა ამისთვის აუცილებელია აზერბაიჯანის კონსტრუქციულობა“.