სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სომხეთის პირველი რესპუბლიკის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს
სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სომხეთის პირველი რესპუბლიკის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს

28 მაისს საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატები, ელჩის რუბენ სადოიანის ხელმძღვანელობით, სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მივიდნენ. ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

ზუსტად 102 წლის წინ თბილისის სომხურმა ეროვნულმა საბჭომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში მიიღო სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია.

სომხეთის საელჩოს ინიციატივით ორი წლის წინ დადგმულ მემორიალურ დაფასთან ელჩმა და საელჩოს დიპლომატებმა პატივი მიაგეს სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამების ხსოვნას.