სომხეთის საელჩო – მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე საქართველოს
საქართველოში სომხეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიისა და ადამიანური მსხვერპლის გამო. ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და ნუგეში გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე საქართველოს“, – წერს სომხეთის საელჩო სოციალურ ქსელში.