სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავიდ ტონოიანი ადგილობრივმა სასამართლომ გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა
სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავიდ ტონოიანი ადგილობრივმა სასამართლომ გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა

ადგილობრივმა სასამართლომ, გუშინ გვიან ღამით, გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავიდ ტონოიანი, რომელიც ამავე დღეს დააკავეს.

მანამდე, სომხური მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი დავიდ ტონოიანი ერევნის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს წარუდგინეს.

სასამართლო განიხილავს სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შუამდგომლობას დავიდ ტონოიანის დაკავებაზე დღეს, 17:00 სთ-ზე.

ყოფილი მინისტრის მიმართ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ინტერესი დაბალი ხარისხის საბრძოლო მასალის შეძენის საქმესთან დაკავშირებით წარმოიშვა.

ამ საქმესთან დაკავშირებით ასევე დააკავეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციის ყოფილი უფროსი ავეტიკ მურადიანიც.