სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვს შეხვდა

15:25, 19.08.2021

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვს შეხვდა.აღნიშნულის შესახებ გამოცემა „არმენპრესი“ ფაშინიანის პრესმდივან მანე გევორგიანზე დაყრდნობით იტყობინება.

„პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს „ევრაზიის მთავრობათშორისი საბჭოს“ შეხვედრაში.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვს“, – განაცხადა ფაშინიანის პრესმდივანმა.

მსგავსი