სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი, ერევნის მერი ტიგრან ავინიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.

დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.