სომხეთის პროკურატურა ქვეყნის ოპოზიციური პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანისგან 75 უძრავი ქონების, 42 ავტომობილის და 105 მილიარი დრამის კონფისკაციას ითხოვს

01:36, 17.07.2026

სომხეთის პროკურატურა ქვეყნის ოპოზიციური პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანისგან 75 უძრავი ქონების, 42 ავტომობილის და 105 მილიარი დრამის (288 მილიონი აშშ დოლარი) კონფისკაციას ითხოვს.

სომხური მედიის ცნობით, წარუკიანის უძრავი ქონებიდან 57 დედაქალაქ ერევანში მდებარეობს.

ამასთან, პროკურატურა ითხოვს წარუკიანის წილების კონფისკაციას ისეთი კომპანიების წილებიდან, როგორებიცაა შპს „მულტი ჯგუფ კონცერნი“, შპს „მულტი ავტოტრანსი“, შპს „ონირა კლაბი“ და სხვა.

ცნობისთვის, 7 ივლისს გაგიკ წარუკიანს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად თაღლითობა და ფულის გათეთრება ედება. წარუკიანი 6 ივლისს დააკავეს და ჯერ – სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში, მოგვიანებით კი სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მისი წინასწარი პატიმრობის საკითხი განიხილეს. იქამდე კი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში 70-ზე მეტ ლოკაციაზე ჩხრეკები ჩატარდა.

მსგავსი