სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა
სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა

სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. შესაბამისი ბრძანება არმენ სარქისიანმა დღეს გამოაქვეყნა. მანამდე პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა, აიკ კონჯორიანმა ქვეყნის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს გაუგზავნა გადაწყვეტილება, რომ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარედგინა.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი, ახლად არჩეული ეროვნული ასამბლეის მუშაობის დაწყების შემდეგ, დაუყოვნებლივ ნიშნავს პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, კონსტიტუციის 89-ე მუხლით დადგენილი წესით.

მანამდე, ნიკოლ ფაშიანიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

სომხეთის ახალი მოწვევის პარლამენტმა მუშაობა 2 აგვისტოს დაიწყო. სომხეთის ახალ პარლამენტში 107 დეპუტატი იმუშავებს. 71 დეპუტატი წარმოადგენს პარტია, „სამოქალაქო შეთანხმებას“, 29 დეპუტატი ჰყავს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკს „სომხეთი“, 7 კი ბლოკს „მაქვს პატივი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, არტურ ვანეციანია.