სომხეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შუამდგომლობას გენშტაბის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაზე
სომხეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შუამდგომლობას გენშტაბის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაზე

სომხეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ფაშინიანის შუამდგომლობას გენშტაბის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაზე.

სომხური მედია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ არმენ სარქისიანმა ნიკოლ ფაშინიანს დოკუმენტი შესწორებებით დაუბრუნა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე არტაკ დავთიანის დანიშვნა სურს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნოკოლ ფაშიანიანი არმენ სარქსიანს დავთიანი კანდიდატურას მეორედაც წარუდგენს.

10 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ქვეყნის გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გადაყენებული იყო. სომხეთის პრეზიდენტმა გასპარიანის გათავისუფლებას ხელი არ მოაწერა.