სომხეთის პრეზიდენტი - ყველას აქვს უფლება, გამოხატოს აზრი, მოითხოვოს ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება უდიდესი ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგის შესახებ, ყველა ქმედება უნდა იყოს კანონიერი
სომხეთის პრეზიდენტი - ყველას აქვს უფლება, გამოხატოს აზრი, მოითხოვოს ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება უდიდესი ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგის შესახებ, ყველა ქმედება უნდა იყოს კანონიერი

ყველას აქვს უფლება, გამოხატოს აზრი, მოითხოვოს ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება უდიდესი ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგის შესახებ, რომელიც ომის შედეგად მივიღეთ, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობა და საზოგადოება ომის შემდგომ ღრმა კრიზისში არიან და აუცილებელია, ეს საკითხი მოგვარდეს.

„ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ და ვაღიაროთ ამ კრიზისის არსებობა და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს გადავლახოთ. ერთად, ხელიხელჩაკიდებულებმა, განურჩევლად ჩვენი თანამდებობისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და პირადი სიმპათიებისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქვეყნის, ხალხის მომავალზე. ყველა ჩვენგანს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, უკმაყოფილება და მოითხოვოს ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება უდიდესი ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგის შესახებ, რომელიც ომის შედეგად მივიღეთ. ამ რთულ დღეებში მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს: თქვენი ყველა ქმედება უნდა იყოს კანონიერი. ასევე, მივმართავ სამართალდამცავ უწყებებს, კანონისა და წესრიგის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად გახსოვდეთ, რომ ერევნის ქუჩებში თქვენ წინ დგანან ჩვენი თანამემამულეები. მათ შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სამშობლოს იცავდნენ. დაუშვებელი და მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, ძალის არათანაბარი გამოყენება“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.