სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

22:56, 14.12.2024

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას და მზადყოფნას, ითანამშრომლოს სომხურ-ქართული ტრადიციულად ძმური ურთიერთობების სასარგებლოდ.

„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გამოვხატავ სრულ მხარდაჭერას და მზადყოფნას, ვითანამშრომლო სომხურ-ქართული ტრადიციულად ძმური ურთიერთობების სასარგებლოდ. პრეზიდენტს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ“, – დაწერა სომხეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი