სომხეთის პრეზიდენტი​ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
სომხეთის პრეზიდენტი​ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქსიანი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარქსიანმა ზურაბიშვილს მისალოცი შეტყობინება გაუგზავნა და მეგობარი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, სომხურ-ქართული მეგობრული და თბილი ურთიერთობები სამომავლოდაც გაგრძელდება და ყველა მიმართულებით განვითარდება. ორ ერს შორის ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე ასაყვანად, პოზიტიური დინამიკა აღინიშნება“, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.