სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა

12:52, 29.04.2021

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი მიმდინარე წლის 29-30 აპრილს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავა.

აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფაშინიანი ქალაქ ყაზანში დაგეგმილ „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ მთავრობათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი