სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან დღეს გაკეთებული მიმართვისას განაცხადა.

ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას ივნისში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე გააგრძელებს.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისი პოლიტიკური ძალა მონაწილეობას მიიღებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და ის კენჭს, როგორც კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

„მე თანამდებობას ვტოვებ მოქალაქის დღეს, ეს არის იმის სიმბოლო, რომ ჩვენ ვუბრუნებთ ხალხს ძალაუფლებას, რომელიც ხალხისგანვე მივიღეთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს არის დაგეგმილი.