სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ინფორმაცია ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სხდომაში, თემაზე „ინდუსტრია 360. წარმოება საზღვრების გარეშე“, რომელიც ეკატერინბურგში, საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომ-2026“-ის ფარგლებში (6-9 ივლისს) იმართება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა რუს კოლეგასთან, მიხაილ მიშუსტინთან.