სომხეთის პრემიერ-მინისტრი - რუსეთი ჩვენთვის ევროპული ქვეყანაა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი - რუსეთი ჩვენთვის ევროპული ქვეყანაა

რუსეთი ჩვენს რეგიონში შემოვიდა როგორც ევროპული ძალა, რუსეთი ჩვენთვის ევროპული ქვეყანაა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გამოცემა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.

პრემერს კითხვები სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობების, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე დაუსვეს. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ვითარებას არ აღიქვამს ისე, რომ მათ ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანი ჰქონდეთ გასაკეთებელი.

„მე-18 საუკუნეში სომხური ელიტის წარმომადგენლები მუშაობდნენ იმაზე, რომ რუსეთი ჩვენ რეგიონში შემოსულიყო. რატომ ხდებოდა ეს? იმიტომ, რომ სომხური ელიტის მაშინდელი წარმომადგენლები ვითარებას აღიქვამდნენ ისე, რომ რუსეთი ჩვენს რეგიონში შემოვიდოდა და მოიტანდა ევროპულ ფასეულობებს. რუსეთი ჩვენთვის ევროპული ქვეყანაა. რუსეთი ჩვენთვის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. ეს არა მხოლოდ ჩვენი თანამედროვე, არამედ ჩვენი ისტორიული აღქმაა. ევროპელმა მონარქებმა ურჩიეს სომხებს, ევროპასთან კავშირი რუსეთის დახმარებით ჰქონოდათ. ანუ რუსეთი ჩვენს რეგიონში შემოვიდა როგორ ევროპული ძალა. რუსული კულტურა და ცივილიზაცია – ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. რუსეთი ასევე ევრაზიული ცივილიზაციის ნაწილიცაა. რუსეთი თავის მხრივ, მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ჰარმონიულად თანაარსებობდეს აღმოსავლეთი და დასავლეთი“, -განაცხადა ფაშინიანმა.

დატოვე კომენტარი