სომხური მედიის ინფორმაციით, პოლიცია კანონდარღვევის აღსაკვეთად კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს, მათ შორის ფიზიკურ ძალასაც
სომხური მედიის ინფორმაციით, პოლიცია კანონდარღვევის აღსაკვეთად კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს, მათ შორის ფიზიკურ ძალასაც

ამ წუთიდან სომხეთის პოლიცია კანონის ფარგლებში მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს იმისთვის, რომ აღკვეთოს კანონდარღვევა, მათ შორის ფიზიკურ ძალასაც. ეს განცხადება სომხეთის პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ინფორმაციას News.am ავრცელებს.

„აუცილებლად მიგვაჩნია იმის აღნიშვნა, რომ კანონის 30-ე მუხლი ნათლად ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომელს კანონდამრღვევის წინაშე უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები არაერთხელ გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უკანონო დემონსტრაციები, თუმცა ისინი მათ მოთხოვნას არ ემორჩილებიან.