სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით ამნისტიის შესახებ, ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანონი დაამტკიცა 
სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით ამნისტიის შესახებ, ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანონი დაამტკიცა 

სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით ამნისტიის შესახებ, ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანონი დაამტკიცა.

დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ ის პატიმართა 36%-ს შეეხება, ასევე ითვალისწინებს 2016 წელს ერევანში, პოლიციის განყოფილებაში შეჭრისა და დაკავების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას.

2888 გასამართლებული პირიდან 270 გათავისუფლდება, 396-ს მეტს კი, პატიმრობის ვადა შეუმცირდება.

ამნისტია შესაძლოა, ასევე შეეხოს, პირობითი მსჯავრის მქონე 2720 პირს. საგამოძიებო კომიტეტი კი, ათასზე მეტ საქმეს დახურავს.

საყოველთაო ამნისტია ერევნის 2800 წლის და პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ცხადდება.

დატოვე კომენტარი