სომხეთის პარლამენტმა ფრაქცია „სომხეთის“ ხელმძღვანელს, ქვეყნის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, სეირან ოჰანიანს ხელშეუხებლობა მოუხსნა
სომხეთის პარლამენტმა ფრაქცია „სომხეთის“ ხელმძღვანელს, ქვეყნის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, სეირან ოჰანიანს ხელშეუხებლობა მოუხსნა

სომხეთის პარლამენტმა ფრაქცია „სომხეთის“ ხელმძღვანელს, ქვეყნის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სეირან ოჰანიანს ხელშეუხებლობა მოუხსნა. ოჰანიანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2008-2016 წლებში იკავებდა.

სომხური მედიის თანახმად, ხელშეუხებლობა ასევე მოუხსნეს ამავე ფრაქციის მდივანს, არცვიკ მინასიანს.

აღსანიშნავია, რომ ფრაქცია „სომხეთის“ დეპუტატის, არტურ სარგსიანის იმუნიტეტის მოხსნისა და მისი წინასწარი პატიმრობის საკითხიც განიხილება. არცვიკ მინასიანისა და სეირან ოჰანიანის საქმეში დაკავების შესახებ შუამდგომლობა არ წარდგენილა.