სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირთან გაფართოებული პატრნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირთან  გაფართოებული პატრნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პატრნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

„ეს ისტორიული დოკუმენტია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალებში იყო სრული კონსენსუსი.  დოკუმენტის რატიფიცირება მოგვცემს შესაძლებლობას, ახალ დონეზე ავიყვანოთ ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური თანამშრომლობა “,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კარენ ნაზარიანმა.

დოკუმენტის მიღების შემდეგ, ევროკავშირი სომხეთს 2020 წლამდე ფინანსური დახმარების სახით 175 მილიონ ევროს მისცემს. მთავრობამ ეს თანხა შეთანხმების პირობების შესრულების მიზნით უნდა გამოიყენოს. ასევე მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი სომხეთს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმასაც გადასცემს.

ყოვლისმომცველი და გაფართოებული პატრნიორობის შესახებ შეთანხმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის 2017 წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში გაფორმდა.