სომხეთის პარლამენტის სპიკერი, ალენ სიმონიანი – გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობასა და ისტორიულ მეგობრობას
სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც ალენ სიმონიანი სოციალურ ქსელში წერს, სომხეთი დიდად აფასებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობასა და ისტორიულ მეგობრობას.
„თბილი მილოცვა მოძმე ქართველ ხალხს და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით! სომხეთი დიდად აფასებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობასა და ისტორიულ მეგობრობას. უსურვებს მშვიდობას, კეთილდღეობას და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ – წერს ალენ სიმონიანი.
🇦🇲🇬🇪
Warm congratulations to the brotherly people of #Georgia & our colleagues at @Geoparliament on Independence Day!#Armenia highly values the strong #partnership & historic #friendship between our countries.
Wishing #peace, #prosperity & continued #progress to Georgia & its…— Alen Simonyan (@alensimonyan) May 26, 2026