სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა
სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინფიცირებულები პარტია „ჩემი ნაბიჯის“ წევრები ვიქტორ ეგნიბარიანი და ქრისტინე პოღოსიანი არიან.

„შოკურ მდგომარეობაში ვიყავი როდესაც გავიგე, რადგან უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად ვიცავდი. ნიღბის გარეშე არავისთან არ მქონდა კომუნიკაცია“, – განაცხადა ქრისტინე პოღოსიანმა.

„გუშინ ტესტი ჩავაბარე და პასუხი დადებითია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. სახლში ვარ თვითიზოლაციაში. როგორც ჩანს, უყურადღებობა გამოვიჩინე. ყველას გთხოვთ, დაიცავით წესები, ამით გადაარჩინეთ სხვების სიცოცხლე“, –  წერს ვიქტორ ეგნიბარიანი „ფეისბუქში“.