სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან შეხვედრას მართავენ
სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან შეხვედრას მართავენ

სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან შეხვედრას მართავენ.

შეხვედრაში მონაწილეობენ  პარტია „სამშობლოს“ ლიდერი არტურ ვანეციანი, „დაშნაკცუთიუნიდან“ არცვის მინასიანი და „რესპუბლიკური პარტიიდან“ ვაგრამ ბაღდასარიანი, ასევე მოძრაობა „სამშობლოს გადარჩენიდან“ ვაზგენ მანუკიანი.

აღსანიშნავია, რომ როგორც სამშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, სარგსიანი არ აპირებს, ხელი მოაწეროს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროს ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

დატოვე კომენტარი