სომხეთის ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
სომხეთის ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

სომხეთის ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი სომხეთის ექსპრეზიდენტის ბლოკმა „სომხეთმა“ შეიტანა.

როგორც იუწყებიან, ბლოკი „სომხეთის“ წარმომადგენლები უახლოეს საათებში გამართავენ პრესკონფერენციას, სადაც სარჩელის დეტალებზე ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში ვადამდელი არჩევნები 20 ივნისს გაიმართა. გამარჯვებას მოქმედმა მმართველმა პარტიამ მიაღწია, რომელსაც სათავეში უდგას ნიკოლ ფაშინიანი. ოფიციალური შედგების მიხედვით, ფაშინიანის პარტია ახალ პარლამენტში უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.