სომხეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტროზე შტურმი მზადდება
სომხეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტროზე შტურმი მზადდება

სომხეთის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბრძანებით, პროკურატურა და შეიარაღებული ჯგუფები თავდაცვის სამინისტროზე შტურმს ამზადებენ.

სომხეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული გზით ფაშინიანს არმიის გენერლების დაკავება აქვს განზრახული.

პარტია „დაშნაკცუტიუნის“ წარმომადგენლის, იშხან საგატელიანის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სავარძელზე მიჯაჭვული ადამიანი ამჟამად ქვეყნის სამოქალაქო ომამდე მიყვანას და ერევანში სისხლისღვრას ცდილობს. სომხეთის ოპოზიცია ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობას მოუწოდებს, არ დაემორჩილონ ფაშინიანის მითითებებს.

სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ.