სომხეთის ნაკრებთან მატჩში მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩს მართავს.
პირველი ტაიმის 2:0 მოგების შემდეგ ქართველებმა ტემპი შეინარჩუნეს და მესამე გოლიც გაიტანეს. ეს 59 -ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა და დუბლი შეასრულა.
საქართველო 3:0-ს იგებს. შეგახსენებთ, რომ პირველი გოლი ქოჩორაშვილმა გაიტანა, მეორე – მიქაუტაძემ.