სომხეთის ნაკრებთან მატჩში ანგარიში გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
ერევანში მიმდინარეობს ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის.
მატჩის 33-ე წუთზე საქართველოს ნაკრები გიორგი ქოჩორაშვილმა დააწინაურა. საგოლე გადაცემა ნაკრების ახალმა კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა.
პლეი ოფი ორმატჩიანია, განმეორებითი შეხვედრა თბილისში 23 მარტს გაიმართება.