სომხეთის ნაკრებში თამაში მალოიანსაც სურს - ვნანობ, რომ მიწვევას ადრე არ დავთანხმდი
სომხეთის ნაკრებში თამაში მალოიანსაც სურს - ვნანობ, რომ მიწვევას ადრე არ დავთანხმდი

რუსულ გამოცემა „სპორტსთან“ ინტერვიუში ვლადიკავკაზის „ალანიას“ თავდამსხმელმა, რუსეთის მოქალაქე არტურ მალოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ნაკრებში თამაში სურს, რომელიც ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქეა.

„წლების წინ, სომხეთის ნაკრებში მიმიწვიეს, მაგრამ უარი ვთქვი, რუსეთში ლეგიონერის სტატუსით რომ არ მეთამაშა. პლუს, ყოველთვის ვოცნებობდი რუსეთის ნაკრებში მეთამაშა, რადგან სომხეთისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს სხვა დონის გუნდია“, – ამბობს მელოიანი.

ამის მიუხედავად, ის აღიარებს, რომ გაორებული გრძნობები ჰქონდა.

„გულში სომხეთის ნაკრებშიც ძალიან მინდოდა მეთამაშა. მაგრამ რაღაც სულ მაკავდებდა და მეუბნებოდა –  მოიცადე, ჯერ პრემიერ ლიგაში უნდა ითამაშო და შემდეგ ნაკრებში. ახლაც, სომხეთის ნაკრებში რომ მიმიწვიონ, ნებისმიერ მატჩზე ჩავიდოდი, თუ მიმიწვევენ. სხვათა შორის, მე და ჩემი მეუღლე ცოტა ხნის წინ ერევანში წავედით – იქ პირველად ვიყავი და ძალიან მომეწონა“.

არტურ მალოიანი 31 წლისაა. ის ამპლუით თავდამსხმელია. მოსკოვის „სპარტაკის“ აღზრდილია და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი იყო. თუმცა, კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორ სურდა და რუსეთის მეორე-მესამეხარისხოვან გუნდებში თამაშობდა.