სომხეთის ნაკრების მწვრთნელთან კონფლიქტის გამო გრანტ-ლეონ რანოსმა საქართველოსთან მატჩამდე გუნდი დატოვა #1TVSPORT
სომხეთის ნაკრების მწვრთნელთან კონფლიქტის გამო გრანტ-ლეონ რანოსმა საქართველოსთან მატჩამდე გუნდი დატოვა #1TVSPORT

სომხეთის ნაკრებისა და „კაიზერსლაუტერნის“ თავდამსხმელმა, გრანტ-ლეონ რანოსმა საქართველოსთან ერთა ლიგის საპასუხო შეხვედრამდე ეროვნული გუნდი დატოვა, – ამის შესახებ სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, განვმარტო სიტუაცია სომხეთის ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელთან დაკავშირებით. გრანტ-ლეონ რანოსმა გუნდი დატოვა. მელაპარაკა და პირობა დამიყენა – ან ძირითად შემადგენლობაში იქნება, ან წავა.

სამწვრთნელო კარიერაში მსგავსი რამ არასდროს შემხვედრია. იმის გადაწყვეტა, იქნება თუ არა ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში, მწვრთნელის პრეროგატივაა და არა მოთამაშის.

ფაქტობრივად, მან მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა მეორე ბუნდესლიგაში, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მომავალ მატჩში ვერ მიიღებდა მონაწილეობას“, – განაცხადა ნიდერლანდელმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი 23 მარტს, თბილისში 18:00 საათზე გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.