სომხეთის ნაკრების ესპანელი დირექტორი ეჭვობს, რომ კორონავირუსი ჰქონდა
სომხეთის ნაკრების ესპანელი დირექტორი ეჭვობს, რომ კორონავირუსი ჰქონდა

სომხეთის ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორი ხინეს მელენდესი ესპანეთში თვითიზოლაციაში და ეჭვობს, კორონავირუსი ისე გადაიტანა, რომ არც იცოდა. ამის შესახებ 70 წლის სპეციალისტმა ესპანურ გამოცემა „სპორტთან“ (Sport.es) განაცხადა.

„11 მარტიდან სახლში ვარ. ესპანეთში „ვალენსია“ „ატალანტას“ შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩს დავესწარი. ეჭვი მაქვს, რომ ამ პერიოდში კორონავირუსი გადავიტანე. ვალენსიიდან სახლში დაბრუნებიდან ხუთი დღეში თავი ცუდად ვიგრძენი. მშრალი ხველა მქონდა, მაგრამ ტემპერატურის გარეშე. მთელი სხეული მტკიოდა. 22 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკებს ვიღებდი. საბედნიეროდ, ნაცნობი ექიმების წყალობით ჰოსპიტალიზაციის გარეშე მოვმჯობინდი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და კორონავირუსის ტესტის გავლას ვაპირებ“, – აცხადებს ჰინეს მელენდესი.

ხინეს მელენდესმა სამწვრთნელო კარიერა „ალბასეტეში“ დაიწყო, 2008 წლიდან უეფას ტექნიკური ინსტრუქტორი იყო, ხოლო 2011 წლიდან იგივე როლში ფიფაში მუშაობდა. 2011-2018 წლებში გახლდათ ესპანეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი, ხოლო 2019 წლის იანვრიდან ანალოგიური პოსტი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში დაიკავა. მელენდესმა ესპანეთის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი ექვსჯერ მოიგო.