სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, 30 სექტემბრის მონაცემებით, ყარაბაღი ასი ათასამდე პირმა დატოვა

12:18, 30.09.2023

30 სექტემბრის მონაცემებით, ყარაბაღი ასი ათასამდე პირმა დატოვა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი ნაზელი ბაგდასარიანი ავრცელებს.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობის მიერ ტერიტორიის დატოვების მიზეზად აზერბაიჯანის მხრიდან ეთნიკური წმენდის პოლიტიკა დაასახელა.

შემდგომში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ფაშინიანის ბრალდებები, რომ ხელისუფლება ეთნიკურ წმენდას ახორციელებდა და მოუწოდა სომეხი ეროვნების მოქალაქეებს, არ დაეტოვებინათ ყარაბაღი.

მსგავსი