სომხეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ბრძოლების შედეგად, აზერბაიჯანის არმიას ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგი აქვს
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ბრძოლების შედეგად აზერბაიჯანის არმიას ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგი აქვს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები ფრონტის ხაზის გარღვევას ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებებზე ცდილობდა, თუმცა ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაციის შეცვლა ვერ შეძლო.
ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის არმია დილიდან მთიანი ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებას არტილერიით ბომბავს.
During the night the situation in the #Artsakh–#Azerbaijan‘i conflict zone was relatively stable and tense. The enemy is now intensively shelling the southern front.
— MoD of Armenia 🇦🇲 (@ArmeniaMODTeam) October 12, 2020