სომხეთის მთავრობამ რუს სპეციალისტებს ამერიკულ ლაბორატორიაში შესვლის უფლება მისცა
სომხეთის მთავრობამ რუს სპეციალისტებს ამერიკულ ლაბორატორიაში შესვლის უფლება მისცა

სომხეთის მთავრობამ რუს სპეციალისტებს ამერიკულ ლაბორატორიაში შესვლის უფლება მისცა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნულ ლაბორატორიებში ბიოლოგიური მასალების კვლევა მიმდინარეობს და სომხეთის მთავრობის კონტროლის ქვეშაა.

„რუს სპეციალისტებს 10-15 დღის წინ მივეცი ლაბორატორიაში შესვლის უფლება. მათ წვდომის პრობლემა არ ჰქონიათ და არც ექნებათ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის. რუსი სპეციალისტები იქ უკვე იმყოფებოდნენ და დარწმუნდნენ, რომ საშინელება არ ხდება“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ლაბორატორიები რუსეთის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული და სომხეთის ხელისუფლება მზად არის, ლაბორატორიების ერთობლივი გამოყენების საკითხი განიხილოს.

მანამდე რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ სამხედრო-ბიოლოგიურ სფეროში აშშ-ის აქტივობის გამო შეშფოთება გამოთქვა.