ფაშინიანი აცხადებს, რომ ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებულ პირებს, გადაუდებელი საჭიროებისთვის, თითოეულს 100 ათას დრამს გადასცემენ

20:05, 28.09.2023

სომხეთის მთავრობა ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული პირებს, გადაუდებელ საჭიროებისთვის, თითოეულს 100 ათას დრამს (დაახლოებით 255 დოლარი) გამოუყოფს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული ჩვენი ძმებისა და დების გადაუდებელი საჭიროებისთვის ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეული მათგანისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა, 100 ათას დრამს გამოვყოფთ“, – წერს ფაშინიანი.

მისი ცნობით, თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით დეტალებს სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი წარადგენს.

სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღიდან სომხეთში 75 ათასი ეთნიკური სომეხი გადავიდა.

მსგავსი