სომხეთის მთავრობა - სომხეთში ყარაბაღიდან 3000-მდე დევნილი ჩავიდა
სომხეთის მთავრობა - სომხეთში ყარაბაღიდან 3000-მდე დევნილი ჩავიდა

სომხეთში ყარაბაღიდან 3000-მდე დევნილი ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სომხეთში იმ მოქალაქეების ტრანსპორტირება, რომელთაც ყარაბაღის დატოვება სურდათ, გუშინ დაიწყო. პირველი ჯგუფი, რომელიც სომხეთში ჩავიდა, 400 ადამიანისგან შედგებოდა.

ასევე, საგუშაგოზე წითელი ჯვრის მანქანებით მძიმედ დაშავებულებიც გადაიყვანეს.

სომხეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 24 სექტემბერს, 22:00 საათისთვის ყარაბაღიდან სომხეთში ათასზე მეტი ლტოლვილი იყო ჩასული. დილის 06:00 საათისთვის ეს რიცხვი დაახლოებით 2 900-მდე გაიზარდა. ხდებოდა ადამიანების აღრიცხვა და მათი საჭიროებების შეფასება.