სომხეთის მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ჩავლენ
სომხეთის მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ჩავლენ

სომხეთის პრეზიდენტმა ჩინეთთან უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. კანონის მიხედვით, სომხეთისა და ჩინეთის მოქალაქეები ამ ქვეყნების ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში უვიზოდ დარჩებიან. ინფორმაციას სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უვიზო რეჟიმით სარგებლობა სომხეთისა და ჩინეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივი პასპორტებით შეეძლებათ.

ჩინეთმა და სომხეთმა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმება 26 მაისს გააფორმეს. 10 დეკემბერს სომხეთის პარლამენტმა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.